Thumbnail

წყალბურთი | დინამო თბილისის ზედიზედ მე-3 წაგება ჩემპიონთა ლიგაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 5:12 [0:2, 0:3, 1:4, 4:3] იუგ დუბროვნიკი
  • დინამო ჩემპიონთა ლიგაში ქულის გარეშე ასპარეზობს

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში დინამო თბილისმა მესამე ტურის მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა ხორვატულ იუგ დუბროვნიკს უმასპინძლა, რომელსაც ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაზეც ისიც კარგად მეტყველებს, რომ მესამე პერიოდის ბოლომდე დინამოს გოლი არ ჰქონდა გატანილი.

შესაბამისად, თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 5:0 მოიგეს. ქართველებმა თავიანთ სასარგებლოდ 4 პერიოდიდან მხოლოდ ბოლო დაასრულეს (4:3). საბოლოოდ, იუგმა შეხვედრა 12:5 გაიმარჯვა.

დინამოს ჩემპიონთა ლიგაში რთული სეზონი აქვს

დინამოს რიგებში 2 გოლი ველიკო ტანკოვიჩმა გაიტანა, თითოჯერ თავი ბორის ვაპენსკიმ, ანდრია ვლაჰოვიჩმა და სტეფან პიესიცავმა გამოიჩინეს.

დინამო თბილისი B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 ნოემბერს, შინ იტალიურ პრო რეკოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები