Thumbnail

ევროლიგა | 700 პოლიციელი და შავი ფორმა მაკაბის მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კალათბურთელებმა თავი მშვიდად იგრძნონ'
  • ვალენსიასა და მაკაბის მატჩი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე ჩაივლის

ევროლიგის მიმდინარე ტურის მატჩი (დღეს 22:30 საათზე დაიწყება) ვალენსიასა და თელ ავივის მაკაბის შორის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე ჩაივლის.

მიზეზი ისრაელსა და პალესტინას შორის გამწვავებული ურთიერთობაა, რის გამოც სიტუაცია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აირია. არც ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება უნდა დაგვავიწყდეს, რომელმაც თანამებრძოლებს ისრაელელი ხალხის განადგურებისკენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდა.

როგორც ირკვევა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარებას დაახლოებით 700 პოლიციელი უზრუნველყოფს, მასპინძელი მხარე კი ეცდება, რომ სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაკაბის კალათბურთელებმა თავი მშვიდად იგრძნონ. გასაგებ მიზეზთა გამო, მაღალი რისკის თამაშია და უნდა გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტები, რომელსაც ამ დღეებში ბრიუსელში ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ალექს მუმბრუმ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მაკაბი მომავალ მატჩზე შავი ფორმით გავა, რითაც მიმდინარე პროცესების ფონზე სამგლოვიარო განწყობას გამოხატავს. თელ ავიველები, რომელთაც ევროლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი თამაში აქვთ ჩატარებული, ვალენსიაში სტუმრობით, ოთხმატჩიან საგარეო ტურნეს (ათენში, მონაკოსა და მილანშიც ჩავლენ) იწყებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები