Thumbnail

GAMING | ძლიერი სამეფო კავკასიონის მთებში - როგორი იქნება ქართული ცივილიზაცია

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • პოპულარულ სტრატეგიულ თამაშს ქართული ცივილიზაცია დაემატება
  • თამაშში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ახალციხის ციხეა გამოყენებული

Steam-ის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული თამაში გეიმინგ სამყაროში, Age of Empires, დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლების განმავლობაში ჟანრის გამორჩეულ თამაშად რჩება. ჩვენთვის საინტერესოა ის ამბავი, რომ განახლების შემდეგ თამაშს საქართველოს ცივილიზაცია დაემატება! 

DLC-ის პაკეტს The Mountain Royals ეწოდება, რომელიც ორ სრულიად ახალ ცივილიზაციას მოიცავს - საქართველოსა და სომხეთს. გარდა ამისა, თამაშში სამ ახალ კომპანიასა და სპარსეთის განახლებულ ცივილიზაციასაც ვიხილავთ. ამ სიახლეს Microsoft შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

“შექმენით ძლიერი სამეფო კავკასიონის მთებში და უხეში რელიეფი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. მოიგერიეთ შემოსევები სამეფო გვარდია მონასპასთან ერთად”. 

საინტერესოა, რომ ქართულ ცივილიზაციაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ახალციხის ციხეა გამოყენებული. თამაში თამარ მეფის პერიოდს ასახავს. მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ ვანის ტბიდან კავკასიონის მთების თოვლიან მწვერვალებამდე იმოგზაურონ. ვთქვათ ისიც, რომ თამაშში სულ 45 ცივილიზაციაა წარმოდგენილი. 

Age of Empires II Definitive Edition-ის DLC პაკეტი 31 ოქტომბერს გამოდის, Steam-ზე მისი წინასწარი შეკვეთის ღირებულება დაახლოებით 13 დოლარს შეადგენს. თამაში Windows-ზე, Xbox One-სა და Xbox Series X/S-ზეა ხელმისაწვდომი. 

კომენტარები

ბოლო ამბები