Thumbnail

ბორჯღალოსნების მატჩები TOP 10-ში - მსოფლიო რაგბის საინტერესო სტატისტიკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს მატჩებში ბურთი თამაშში საკმაოდ დიდხანს იყო
  • ამ მხრივ, 2023 წლის მსოფლიო თასის C ჯგუფი გამორჩეული გახლდათ

მსოფლიო რაგბიმ მიმდინარე მსოფლიო თასთან დაკავშირებული მორიგი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ფიგურირებს.

ამჯერად, ის გამოთვალეს თუ რომელ მატჩებში იყო ბურთი თამაშში ყველაზე ხშირად (სუფთა სათამაშო დრო), შესაბამისად, სანახაობრიობაც მეტი გახლდათ.

აღნიშნული კრიტერიუმის მხრივ მე-2 ადგილზე საქართველოსა და უელსის დაპირისპირება აღმოჩნდა, რომელშიც ბურთი თამაშში 39.24 წუთის განმავლობაში იყო.

აღნიშნული კომპონენტის მხრივ გამორჩეულ თამაშებში საქართველო-ფიჯიც მოხვდა

ეს თამაში მხოლოდ ირლანდიისა და ახალი ზელანდიის შერკინებას (41.54 წუთი) ჩამორჩა. მოწინავე ათეულში ბორჯღალოსნების მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა მოხვდა: ფიჯისთან – 37.49 წუთი.

საინტერესოა, რომ TOP 10-ში ერთბაშად 6 მატჩი ფიგურირებს იმ ჯგუფიდან, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობდა, ლიდერები კი ფიჯი და პორტუგალია არიან სამ-სამი მატჩით.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და სადებიუტო ტურნირის (2003) შემდეგ, შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები