Thumbnail
  • ვირტუსი 87:76 ალბა
  • თორნიკე შენგელიას საუკეთესო თამაში ახალ სეზონში

ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში ბერლინის ალბას უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა - 87:76. მატჩის MVP საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ 27:22 წუთში გუნდს 26 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 4 ქულა და 3 პასიც. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 იყო. 

სამი ტურის შემდეგ ვირტუსს ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. 20 ოქტომბერს ბოლონიელები ცრვენა ზვეზდას მასპინძლობენ. ევროლიგაზე 3-3 მოგება რეალს, ბარსელონას და ვალენსიას აქვთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები