Thumbnail
  • ურუგვაი 2:0 ბრაზილია
  • ნეიმარმა პირველი ტაიმის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო

შიშები გამართლდა - ნეიმარის ტრავმა, რომელიც მან ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრაში მიიღო, უმძიმესი აღმოჩნდა. საუდის არაბეთის კლუბმა ალ-ჰილალმა, სადაც ასპარეზობს 31 წლის ბრაზილიელი, მისი დიაგნოზი გამოაცხადა. მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა (ACL) და მენისკი. 


ბრაზილიელ ფეხბურთელს ოპერაცია ესაჭიროება, შემდეგ კი რეაბილიტაცია თვეობით გასტანს. ყოველ შემთხვევაში, ეს სეზონი ნეიმარისთვის უკვე დასრულებულია. შესაძლოა, მან 2024 წლის ბოლომდეც ვერ ითამაშოს. 

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ბრაზილია სტუმრად დამარცხდა ურუგვაისთან - 0:2. ბრაზილიელთა რეკორდსმენმა ტრავმა პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები