Thumbnail

ჩოგბურთი | ძალამიძე ტუნისში WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძალამიძე/ბოლშოვა ზადოინოვა 7:5, 6:1 ბუკსა/შუფსი
  • 30 წლის ქართველ ჩოგბურთელსა და მის მეწყვილეს ჯერ სეტიც კი არ წაუგიათ

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე ტუნისის ქალაქ მონასტირში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ითამაშებს.

ძალამიძე Jasmin Open Monastir-ში ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასთან ერთად ჩაება და უკვე 2 გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა და ესპანელმა ჩოგბურთელებმა მერვედფინალში ტუნისელები ჰიბა ჰენი და რანიმ რასილი 6:2, 6:1 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი მე-2 განთესვის მქონე ესპანურ-ნიდერლანდურ დუეტს (კრისტინა ბუკსა/ბიბიან შუფსი) 7:5, 6:1 სძლიეს.

Doubles scores 🎾

Posted by Jasmin Open Tunisia on Wednesday, October 18, 2023


თუ ვის დაუპირისპირდებიან ძალამიძე და ბოლშოვა ზადოინოვა ფინალის საგზურისთვის მატჩში მოგვიანებით გვეცოდინება. მათი მეტოქეები იაპონურ-სერბული (მაი ჰონტამა/ნატალია სტევანოვიჩი) და გერმანულ-შვეიცარიული (ჯულია ლოჰოფი/კონი პერინი) წყვილების მეოთხედფინალურ მატჩში გაირკვევიან.

მონასტირის ტურნირის გამარჯვებულები საპრიზო ფონდიდან 12 447 დოლარს მიიღებენ, რეიტინგს კი 280 ქულით გაიმდიდრებენ. ცნობისთვის, ძალამიძეს WTA-ს წყვილთა კლასიფიკაციაში 97-ე ადგილი უკავია, მისი საუკეთესო შედეგი კი 43-ე პოზიცია (2022 წლის მაისში) გახლავთ.

ვთქვათ ისიც, რომ ნათელას WTA-ს ტურნირების ფინალებში 7-ჯერ უთამაშია და 4 ტიტული აქვს, WTA-ს ჩელენჯერებზე კი 4-დან 3 ფინალი აქვს მოგებული. ძალამიძის ბოლო წარმატება წლევანდელი თებერვლით თარიღდება, როდესაც მან და სლოვაკმა ვიკტორია კუზმოვამ ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართული WTA-ს შეჯიბრი მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები