Thumbnail

სამხრეთაფრიკელ მორაგბეს საფრანგეთთან მოგების გამო მოკვლით ემუქრებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კობუს რეინახმა მუქარის შემცველი გზავნილები სოციალურ ქსელში მიიღო
  • სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი შესაბამისი ორგანოიებისგან რეაგირებას მოითხოვს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კობუს რეინახმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, სადაც მას და მის ოჯახს სიკვდილით ემუქრებოდნენ. აღნიშნულის სამხრეთ აფრიკის ნაკრების დირექტორმა რასი ერასმუსმა განაცხადა და შესაბამის ორგანოებს ყურადღებისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, აფრიკელთა 9 ნომერს იმის გამო გაუბრაზდნენ, რომ ნაკრების მაისურით მსოფლიო თასის მეოთხედფინალში საფრანგეთის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. კობუსი საკლუბო დონეზე სწორედ ფრანგულ მონპელიეში ირიცხება (63 მატჩი აქვს ჩატარებული) და ანგარიშსწორებითაც ამის გათვალისწინებით დაემუქრნენ.

ერასმუსმა მუქარის შემცველი ერთი შეტყობინება მასმედიასაც წარუდგინა და ისიც თქვა, რომ კიდევ ერთ მესიჯში მორაგბის შვილზე ძალადობაზე იყო საუბარი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები ხდება. უბრალოდ, ჩვენ, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ვერაფერს ვიზამთ ფრანგი ფანების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, რომ მოთამაშეები დახოცონ. ეს საშინელებაა", - განაცხადა ერასმუსმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის რეინახმა საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში მინდორზე 45 წუთი გაატარა და სასტარტო შემადგენლობაში იქნება მსოფლიო თასის ნახევარფინალში ინგლისის წინააღმდეგაც. ეს მატჩი 21 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე პარიზშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები