Thumbnail
  • საბა საზონოვმა ინტერთან, დიდი შანსია, პირველი წუთიდან ითამაშოს
  • ივან იურიჩმა დაადასტურა, რომ ქართველს ტრავმა აღარ აწუხებს

საბა საზონოვი ინტერის წინააღმდეგ მოედანზე გასასვლელად მზადაა.

ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა დაადასტურა, რომ ქართველი მცველი თავს კარგად გრძნობს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იურიჩმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე გააკეთა კომენტარი: "საზონოვი კარგადაა. ზიმას ისევ აწუხებს ტკივილები, მაგრამ უკეთაა. სოფი დაბრუნებასთან ახლოსაა, ბონჯორნო, იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირაში დაგვიბრუნდება, ისევე, როგორც საპატა, ხოლო ჯიჯი ისევ ლაზარეთშია", - თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ტორინოს მაისურით დღემდე ორჯერ ითამაშა. მან დაზიანება 3 კვირის წინ ვერონასთან მატჩში მიიღო, რის გამოც ტურინული დერბი გამოტოვა, მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგო სკამზე იყო.

ვინაიდან, "ტოროს" დაცვაში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, დიდი შანსია, ინტერთან საბა ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. მატჩი 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები