Thumbnail
  • ტორინო 0:3 ინტერი
  • საბა საზონოვმა ტრავმირებული გუნდელი შეცვალა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში საბა საზონოვის ტორინო მილანის ინტერთან შინ დამარცხდა - 0:3.

21 წლის ქართველი მცველი, მედიის მოლოდინის მიუხედავად, არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ის მოედანზე მალევე, 51-ე წუთზე გამოჩნდა. ამის მიზეზი მისი თანაგუნდელის, ნიდერლანდელი პერ სხიურსის მძიმე ტრავმაა. სამწუხაროდ, ტორინომ გოლები საბას შესვლის მერე გაუშვა. 

რაც მოედანზე იყო საბამ კარისკენ ერთხელ დაარტყა, მისი პასების 94% ზუსტი იყო და მან ერთი საჰაერო დუელი მოიგო. საზონოვმა ორჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან, ერთხელ კი მეტოქის დარტყმული დაბლოკა. 

საბა საზონოვმა ტორინოს რიგებში სერია A-ში სულ მესამედ ითამაშა (მეორედ შეცვლაზე). ტორინოს 9 თამაშის შემდეგ 9 ქულა აქვს და ცხრილის ქვედა ნახევარშია. 

ტორინო 0:3 ინტერი

გოლები: 0:1 ტურამი (59. დუმფრისის პასით), 0:2 ლაუტარო მარტინესი (67. აჩერბის პასით), 0:3 ჩალჰანოღლუ (93-პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები