Thumbnail
  • ცინცინატი 2:2 ატლანტა იუნაიტედი
  • ქართველ ფეხბურთელს MLS-ში 3 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა

საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა MLS-ის რეგულარულ სეზონში ბოლო შეხვედრა სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან, ცინცინატისთან გამართა და ფრე 2:2 ითამაშა.

ქართველმა ფეხბურთელმა ამ მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მე-12 წუთზე ტიაგო ალმადას აქტიურობის შემდეგ საბამ ბურთი მიიღო, შემდეგ კი უკან პასი გიაკუმაკისს დაუტოვა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - ცინცინატიმ ანგარიში მალევე გაათანაბრა, რასაც გიაკუმაკისის დუბლი მოჰყვა, დამატებულ მეორე წუთზე კი მეტოქემ წონასწორობა კვლავ აღადგინა.

ლობჟანიძესთვის ამერიკაში გადაბარგების შემდეგ ეს მე-4 საგოლე გადაცემაა, მან ამ დროის განმავლობაში სამჯერ თავი გოლითაც გამოიჩინა.

რაც შეეხება ატლანტას, ჯორჯიელებმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში კოლუმბუს კრუს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები