Thumbnail

‘ნაგავი გუნდი ნაგავი ფეხბურთელებით’ - ვან დერ ვაარტი აიაქსს აკრიტიკებს

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • რაფაერ ვან დერ ვაარტი აიაქსის ცუდ თამაშს გამოეხმაურა
  • ნიდერლანდური გუნდი ერედივიზიონში მე-17 ადგილზე იმყოფება

ამსტერდამის აიაქსი კატასტროფულ სეზონს ატარებს. ნიდერლანდური გრანდი ერედივიზიონის მე-9 ტურში სტუმრად ბოლოადგილოსან უტრეხტს დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა. მორის სტეინის გუნდი მე-17 ადგილზე იმყოფება და თუ ასე გააგრძელეს, პირველი ლიგიდან გავარდნა არ ასცდებათ. ცხადია, კლუბი დიდ კრიზისშია, სამწუხაროა, რომ აიაქსს სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 

აიაქსის ცუდი თამაში ევროპულ ფეხბურთში მთავარი განსახილველი თემაა. გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებს ნიდერლანდელი ლეგეგენდა რაფაელ ვან დერ ვაარტი გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი კლუბი ძალიან გააკრიტიკა: 

“რასაც მე ვხედავ ეს არის ნაგავი გუნდი ნაგავი ფეხბურთელებით. მოთამაშეებმა უნდა გაიაზრონ, რომ სხვებზე უკეთესები არ არიან, რადგან მათ ეს თვისებები უბრალოდ არ აქვთ. გუნდში კარგი მოთამაშეები აღარ დარჩნენ. ცოტა უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ამ მომენტში გავარდნის მთავარი კანდიდატები ვართ, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა, სიმართლეა” - განაცხადა ვან დერ ვაარტმა. 

აიაქსმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა დათმო. ვთქვათ ისიც, რომ ბოლო შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 91-ე წუთზე გამოვიდა და დარჩენილ მცირე დროში საკუთარი გუნდის დახმარება ვერ შეძლო. ამსტერდამელები შემდეგ მატჩს 26 ოქტომბერს ევროპალიგაზე ბრაიტონის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები