Thumbnail

მორის სტეინი ამსტერდამის აიაქსის მთავარი მწვრთნელი აღარ არის - მას მერე, რაც კლუბს 1954 წლის შემდეგ უცუდესი სტარტი გამოუვიდა ერედივიზიეში, აიაქსისა და სტეინის გზები გაიყო, 49 წლის სპეციალისტი დღეიდან უმუშევარია.

კლუბმა და სპეციალისტმა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს კონტრაქტი, რადგან გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს. "აიაქსი და მორის სტეინი ერთმანეთს დაუყოვნებლივ დაშორდნენ. კლუბმა და მწვრთნელმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო", - ვკითხულობთ აიაქსის ოფიციალურ განცხადებაში.

იან ვან ჰალსტი (აიაქსის შეფი): "თვეების განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა სპორტულ კლუბში მთავარი წარმატებაა, ეს კი არ ჩანდა. დღეს ერთად დავსხედით და მორისმაც აღიარა, რომ შესაძლოა, ის არ არის "სწორი" კადრი აიაქსისთვის". 

შეგახსენებთ, რომ მორის სტეინი როტერდამის სპარტიდან გადავიდა აიაქსში და ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. სტეინის ხელმძღვანელობით გიორგი მიქაუტაძეს ან თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, ან ქართველი შემტევი მის პოზიციაზე არ თამაშობდა. გიორგის ანგარიშზე სულ 4 მატჩია ერედივიზიეში, აქედან მხოლოდ ერთხელ ძირითად შემადგენლობაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები