Thumbnail

სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, ვალენსიას ქართველ გოლკიპერს ამჟამად სამი ევროპული გრანდი აკვირდება და მისი სიტუაციის მონიტორინგს აწარმოებს. ეს გუნდებია: მილანის ინტერი, ტურინის იუვენტუსი და მიუნხენის ბაიერნი. 

ამ კლუბების ინტერესზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც იწერებოდა, თუმცა 23 წლის ქართველი გოლკიპერი ვალენსიაში დარჩა, სადაც უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. 

ესპანური მედია არც იმას გამორიცხავს, რომ მამარდაშვილმა ვალენსია ზამთარში დატოვოს, ხოლო მის ნაცვლად "ლოს ჩემ" დავიდ დე ხეა მიიყვანოს, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები