Thumbnail

ამსტერდამის აიაქსმა მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს ნიდერლანდურ გრანდს და როგორ წარიმართება გუნდში გიორგი მიქაუტაძის კარიერა, რომელსაც სტეინის ხელში საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კატასტროფულად მოთამაშე აიაქსისთვის, ისე საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელისთვის, ახალი მწვრთნელის მოსვლა სეზონის გადარჩენის შანსი უნდა გახდეს.

სხვათა შორის, ბელგიური მედია უკვე გამოეხმაურა ამსტერდამულ კლუბში განხორციელებულ ცვლილებებს და ყურადღება გიორგი მიქაუტაძეზე გაამახვილა. შეგახსენებთ, რომ ბელგიაში კარგად იცნობენ ქართველი ბომბარდირის შესაძლებლობებს, რომელიც სერენის მაისურით 2020-22 წლებში გამოდიოდა და 49 მატჩში 28 გოლით გამოირჩა. იმ შემთხვევაში, თუკი მიქაუტაძეს აიაქსის ახალი მწვრთნელიც უნდობლობას გამოუცხადებს, Walfoot.be ზამთარში გიორგის რომელიმე ბელგიურ კლუბში იჯარით გადასვლას არ გამორიცხავს.

ბელგიაში გიორგი მიქაუტაძის შესაძლებლობები კარგად იციან

"მორის სტეინის გათავისუფლებამ, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, გიორგი მიქაუტაძეს შვება უნდა მისცეს. ბელგიის ჩემპიონატის ყოფილი სენსაცია აიაქსის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხელში პრაქტიკულად ვერ თამაშობდა. 

გუნდმა ერედივიზიეს 7 მატჩში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა, რაც ნიდერლანდების ყველაზე წარმარტებული კლუბისთვის საკადრისი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. და ამ 11 გოლიდან არცერთია გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე, რომელიც სათადარიგოთა სკამს ხეხავდა. სერენის ყოფილმა თავდამსხმელმა აიაქსის სასტარტო შემადგენლობაში 3 სექტემბერს ითამაშა და მას შემდეგ ძირითადში შანსი აღარ მიუღია. მომდევნო 4 მატჩში მან მხოლოდ 76 წუთი ითამააშა და აშკარა იყო, რომ მორის სტეინი ქართველს არ ენდობოდა. ვინც არ უნდა გახდეს სტეინის შემცვლელი, მიქაუტაძეს მოუწევს შესაძლებლობების დამტკიცება და ასევე, მის ხელთ არსებული ვარიანტების განხილვა. 

გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირული თვისებების გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაკვირი იქნება, თუკი აიაქსის ახალი მწვრთნელი ფეხბურთელს უფრო მეტ სათამაშო დროს არ მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბელგიურ კლუბებს, რომლებიც ზამთარში ბომბარდირის ძებნას დაიწყებენ, მისი იჯარით დამატების შანსი გაუჩნდებათ", - წერს საიტი.

მორის სტეინი ქართველ ფორვარდს არ ენდობოდა

გიორგი მიქაუტაძე მასტერდამის აიაქსში ფრანგული მეციდან, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ნიდერლანდურ კლუბში შედეგიანი მოქმედებით აქამდე არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები