Thumbnail

ოქსანა კალაშნიკოვა კარიერაში პირველად WTA Elite Trophy-ზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე რუსი იანა სიზიკოვა იქნება
  • ტურნირი 24-29 ოქტომბერს ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში ჩატარდება

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილთა რეიტინგში 44-ე) კარიერაში პირველად ითამაშებს WTA Elite Trophy-ზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში უკვე მეექვსედ ტარდება.

WTA Elite Trophy წლის შემაჯამებელი ტურნირია და მასში ის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც უფრო პრესტიჟულ WTA Finals-ში ვერ ხვდებიან, თუმცა, საკმაო მაღალი რეიტინგი გააჩნიათ.

კალაშნიკოვა ჩინურ კორტებზე სათამაშოდ რუს იანა სიზიკოვასთან ერთად გავა და ეს წყვილი მე-4 ნომრადაა განთესილი. ოქსანასა და იანას ჯგუფში მეტოქეებად ჰადად მაია-კუდერმეტოვასა (ბრაზილია/რუსეთი) და ჯიანგი-ტანგის (ორივე – ჩინეთი) წყვილები ეყოლებათ.

კალაშნიკოვასა და სიზიკოვას პირველი მატჩი 26 ოქტომბერს ელით, როდესაც ბეატრიზ ჰადად მაიასა და ვერონიკა კუდერმეტოვას დუეტს გაეჯიბრებიან.

მე-2 ჯგუფში კატო-სუტჯიადი (იაპონია/ინდონეზია), ეიკერი-კიჩენოკი (ნორვეგია/უკრაინა) და ვანგი-ქსუ (ორივე ჩინეთი) მოხვდნენ. ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფში წრიული სისტემით ითამაშებენ, გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფინალში გაეჯიბრებიან, რომელიც 29 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები