Thumbnail

საქართველოს თასი | დინამო ბათუმმა მარტივად მოიგო, საბურთალომ დილას აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დილა გორი 0:0 (პენ-3:4) საბურთალო
  • ირაო 1:4 დინამო ბათუმი

საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. გორის დილასა და საბურთალოს შორის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც საბურთალომ 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

დინამო ბათუმმა ირაოს მარტივად 4:1 სძლია. ირაოს კარში გოლები გიორგი წიტაიშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ცოტნე ფაცაციამ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს. ორი ნახევარფინალი ხვალ გაიმართება, სამგურალი დინამო თბილისს უმასპინძლებს, ხოლო ფოთის კოლხეთი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები