Thumbnail
  • ამსტერდამული კლუბი იუწყება, რომ მიქაუტაძემ ინგლისში წასვლა ვერ მოახერხა
  • აიაქსი ევროპალიგის მესამე შეხვედრაში სტუმრად ბრაიტონს დაუპირისპირდება 

ერედივიზიეში ბოლოადგილოსან უტრეხტთან მარცხის შემდეგ, ამსტერდამის აიაქსი ევროპის ლიგაზე გადაერთვება და ხუთშაბათს ბრაიტონს სტუმრად დაუპირისპირდება.

ნიდერლანდური გუნდის ფეხბურთელები ინგლისში უკვე გაემგზავრნენ და როგორც კლუბი იუწყება, მათთან ერთად არ იმყოფება გიორგი მიქაუტაძე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ავადაა და წასვლა ვერ მოახერხა.

აიაქსი ევროპალიგის B ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ამსტერდამელებმა პირველ შეხვედრაში სახლში მარსელთან ფრე 3:3 ითამაშეს, შემდეგ კი სტუმრად ათენის აეკ-თანაც 1 ქულას დასჯერდნენ.

ევროპალიგაზე ჯერ არ უთამაშია

ნიდერლანდური გრანდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ცუდი შედეგების გამო კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი გაათავისუფლა, რომლის ნაცვლადაც დროებით მწვრთნელად ჰედვიგს მადურო დანიშნეს.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში აიაქსის შემადგენლობაში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოდან თამაში კი მხოლოდ ერთხელ დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები