- ჰადად მაია/კუდერმეტოვა 6:0, 6:3 კალაშნიკოვა/სიზიკოვა
- ქართველი ჩოგბურთელი დასკვნით მატჩს 27 ოქტომბერს ჩაატარებს
33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა კარიერაში პირველად ჩაერთო WTA-ს შემაჯამებელ შეჯიბრში Elite Trophy 2023, თუმცა, სტარტი წარუმატებელი გამოუვიდა, რადგანაც რუს მეწყვილე იანა სიზიკოვასთან ერთად, მეტოქეებს მხოლოდ 3 გეიმი აართვა.
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში კალაშნიკოვა და სიზიკოვა ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადად მაიასა და რუს ვიკტორია კუდერმეტოვაას გაეჯიბრნენ და 0:6, 3:6 წააგეს.

აღსანიშნავია, რომ ჰადად მაიასა და კუდერმეტოვას ჯგუფის სასტარტო შეხვედრაც მოგებული ჰქონდათ, ამდენად, ფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს.
კალაშნიკოვა და სიზიკოვა დასკვნით თამაშს 27 ოქტომბერს ჩინელების (ქსინიუ ჯიანგი/ქიანჰუი ტანგი) წინააღმდეგ ჩაატარებენ, თუმცა, ამ მატჩს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება, რადგანაც სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვეღარ იქონიებს.
ცნობისთვის, Elite Trophy 2023-ის საპრიზო ფონდი 2 419 844 დოლარია, წყვილთა შორის მოქმედი ჩემპიონები კი უკრაინელი ლუდმილა კიჩენოკი და სლოვენიელი ანდრეა კლეპაცი არიან.
კომენტარები