Thumbnail
  • ვილერბანი 84:87 ვირტუსი
  • ქართველმა კალათბურთელმა მოგებაში დიდი როლი ითამაშა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის მე-5 ტურში მე-4 გამარჯვება იზეიმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი ამჯერადაც გამორჩეული იყო.

იტალიურმა კლუბმა საფრანგეთში ვილერბანს 87:84 სძლია, შენგელია კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 34:18 წუთი გაატარა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

აღნიშნულ დროში თორნიკეს მონაგარი 18 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, პასივში 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (მვპ) ტიტულის მფლობელიც გახდა.

ბოლონიელთა რიგებში გამორჩეული იუო ასიეა კორდინიეც 20 ქულით, მარკო ბელინელიმ 16 ქულა ჩააგდო, ჯორდან მიკიმ კი – 11. ვილერბანის მხრიდან კარგად ითამაშეს იუსუფა ფოლმა (16), ჟოფრი ლოვერნმა (14), მაიკ სკოტმა (13) და ნანდო დე კოლომ (12).

ბოლონიელები სატურნირო ცხრილში ბარსელონასთანა და ვალენსიასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ, ერთპიროვნული ლიდერი კი კიდევ ერთი ესპანური კლუბი რეალია, რომელსაც მაქსიმალური შედეგი აქვს. ვირტუსი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს შინ თურქულ ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები