Thumbnail
  • შენგელია ვირტუსს ევროლიგაში სტუმრად ასველთან გამარჯვებაში დაეხმარა
  • თამაშის შემდეგ 32 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა კომენტარი გააკეთა

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ევროლიგის მე-5 ტურში სტუმრად საფრანგეთში ვილერბანი ანგარიშით 87:84 დაამარცხა და ტურნირში მეოთხე მოგება მიითვალა. 32 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გატარებულ 34 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და მატჩის MVP გახდა (სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 ჰქონდა).

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე გამორჩეული იყო

თამაშის შემდეგ ვირტუსის ლიდერმა კომენტარი გააკეთა: 

"ბრწყინვალე გუნდური სამუშაო გავწიეთ, მიუხედავად დაცვაში დაშვებული შეცდომებისა. მათ გამოსწორებაზე მიზანმიმართულად ვმუშაობდით. პრობლემები გვქონდა ჯარიმების მხრივაც, ვცდილობდით, აქცენტი ფიზიკურ ძალაზე გაგვეკეთებინა. ვულოცაც მეტოქეს, რომელმაც სანახაობრივ და ძალისმიერ თამაშს გაუძლო, თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. მე ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და კიდევ გვაქვს საშუალება სრულყოფისთვის. ჩვენც სწორედ ამაზე და გუნდის ზრდაზე ვართ კონცენტრირებულნი".
 
ბოლონიელები ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონასა და ვალენსიასთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ, ერთპიროვნული ლიდერი კი კიდევ ერთი ესპანური კლუბი რეალია, რომელსაც მაქსიმალური შედეგი აქვს. ვირტუსი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, შინ თურქულ ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები