Thumbnail

დინამო თბილისმა სამგურალი დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • სამგურალი 0:2 დინამო თბილისი
  • დინამო თბილისი დინამო ბათუმს 9 ქულით ჩამორჩება

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში დინამო თბილისი ზესტაფონში წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა, მეტოქე 2:0 დაამარცხა და დინამო ბათუმთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. 

"დავით აბაშიძეზე" ანგარიში 36-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა გახსნა - დინამოს ფორვარდმა სამგურალის ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა და ანზორ მექვაბიშვილის კარგი პასი გამოიყენა. დინამომ მეორე გოლი 84-ე წუთზე შეაგდო - უსმანე კამარამ რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და საჯარიმოს მისადგომებიდან ლევან შოვნაძეს აუღებლად დაურტყა. თითქმის თანაბარი თამაში სტუმრებმა მოიგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. 

დინამომ ამ გამარჯვების შემდეგ 58 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე დინამო ბათუმს 9 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 4 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე თელავის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

სამგურალს მარცხის შემდეგ 46 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ საბურთალოს 3 ქულით ჩამორჩება. ოლეკსანდ პოკლონსკის ფეხბურთელი შემდეგ თამაშს 3 ნოემბერს, ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოსთან გამართავენ. 

სამგურალი 0:2 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 მარუშიჩი (36), 0:2 კამარა (84)

კომენტარები

ბოლო ამბები