Thumbnail
  • აიაქსი ერედივიზიეში ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა
  • ჰედსვიგ მადურომ პსვ-სთან შეხვედრაზე ისაუბრა

ამსტერდამის აიაქსი ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 შეხვედრაში დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძის გუნდი ერედივიზიეს ლიდერს, პსვ-ს დაუპირისპირდა, რომელიც უდანაკარგოა და დიდი სხვაობით, 2:5 წააგო.

ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰედვიგს მადუროს ხელში ნიდერლანდურმა გრადნმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მაგრამ შემდეგ 4 გოლი გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ აიაქსმა საწყის ნახევარში 2 გოლის გატანა მოახერხა, უფრო დიდი უპირატესობის მოპოვებაც შეეძლო - ბრობიმ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე ამჯერად განაცხადში იყო, მაგრამ შანსი არც ამ თამაშში მისცეს და სათადარიგო სკამზე დარჩა.

აიაქსი ბოლო ადგილზეა

შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა პსვ-სთან შეხვედრაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ შესვენებაზე უფრო დიდი უპირატესობით უნდა გასულიყვნენ. 

"პირველი ტაიმით ვისიამოვნე, ჩემპიონატის ლიდერთან ბევრი შანსი შევქმენით. შესვენებაზე უფრო დიდი უპირატესობით უნდა გავსულიყავით. შემდეგ ცუდი ტაიმი გვქონდა და დაღლილობამაც თავი იჩინა, მაგრამ გოლებსაც მარტივად ვატანინებდით.

გუნდში ასევე თავდაჯერებულობის ნაკლებობაცაა. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, გასახდელში პირველი ტაიმის შემდეგ ყველა კარგ ხასიათზე იყო, მაგრამ სხვაობა მხოლოდ 1 გოლია... ამ დროს გრძნობ, რომ პსვ გამოვა და ყველაფერი მათ სასიკეთოდ წავა. ამ შემთხვევაში შენ მენტალურად ძლიერი უნდა იყო, რა ეტაპზეც ჩვენ ჯერ არ ვართ. ვფიქრობ, დადებითი შედეგი გვჭირდება. პირველ რიგში, უნდა შევხედოთ იმას, რაც კარგად გავაკეთეთ. საბოლოო ჯამში, ქულებსაც კვლავ მოიპოვებ და მოტივაციაც ამასთან ერთად მოვა", - აღნიშნა მადურომ.

აიაქსი მომდევნო მატჩს ხუთშაბათს 2 ნოემბერს ვოლენდამთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელები 5 ქულით ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები