Thumbnail

პირველი მოგება 8 თვის შემდეგ - ბასილაშვილმა წაგებათა სერია შეწყვიტა

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ბასილაშვილი 2:0 (6:4, 6:1) ჰაბიბი
  • ქართველ ჩოგბურთელს ბოლოს თებერვალში ჰქონდა მოგებული

იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (395) მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბს შეხვდა და 10-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე მარტივად, ორ სეტში (6:4, 6:1) დაამარცხა.

პირველი სეტის პირველი 9 გეიმი ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებაზე უშეცდომოები იყვნენ, მე-10 გეიმში კი ბასილაშვილმა ბრეიკის აღება მოახერხა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტია ნიკოლოზმა გაცილებით იოლად მოიგო - მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმის აღების საშუალება მისცა და საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის ძირითად ბადეში გადასასვლელ ბოლო შეხვედრას ბასილაშვილი ბრიტანელ ბილი ჰარისისა და კვიპროსელი მანელაოს ეფსტატიუს შორის გამარჯვებულს შორის გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ბასილაშვილს ზედიზედ 10 შეხვედრა ჰქონდა წაგებული. ის ტრავმის გამო გამოწვეული 5-თვიანი პაუზის შემდეგ 15 ოქტომბერს დაბრუნდა და მას შემდეგ ორჯერ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩოგბურთელს ბოლოს 18 თებერვალს დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ ჩემ ილკელთან ჰქონდა მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები