- ჰარისი 7:5, 6:1 ბასილაშვილი
- ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში დიდებული შანსი ვერ გამოიყენა
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 73 ათასი ევრო) ძირითად ბადეში ვერ გავიდა. ის კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მსოფლიოს 234-ე ჩოგან ბილი ჰარისს (დიდი ბრიტანეთი) გაეჯიბრა და 5:7, 1:6 დამარცხდა.
პირველ სეტში მოგებასთან გაცილებით ახლოს სწორედ ქართველი ჩოგბურთელი იყო, რომელიც 5:4-ზე მეტოქის მოწოდებაზე 40:0 დაწინაურდა, თუმცა, გადამწყვეტი ბურთი ვერაფრით აიღო, ამ გეიმის შემდეგ კიდევ 2 გეიმი წააგო და 5:7 დამარცხდა.
მე-2 სეტში ასეთი ბრძოლა არ ყოფილა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზის მოწოდება მალევე აიღო და საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა. სათქმელია ისიც, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა 5-დან ვერცერთი ბრეიკ-პოინტის გადარჩენა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ჩელენჯერის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბასილაშვილმა ლიბანელ ჰადი ჰაბიბს 6:4, 6:4 სძლია და ეს, უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში მისი პირველი გამარჯვება გახლდათ.
კომენტარები