Thumbnail
  • ავსტრალიის სარაგბო ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
  • ედი ჯონსს მსოფლიო თასზე ნაჩვენები კატასტროფული შედეგი არ აპატიეს

ავსტრალიის რაგბის ნაკრები, რომელმაც ახლახანს დასრულებულ მსოფლიო თასზე სრული ფიასკო განიცადა, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

თანამდებობის დატოვება მოუწია 63 წლის ედი ჯონსს, რომელსაც კონტრაქტი 2027 წლამდე ჰქონდა გაფორმებული და მის თანახმად 2.35 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო, თუმცა, მუშაობის გაგრძელება აღარ დასცალდა.

"ჯონსმა უწინდელი თავკაცი დეივ რენი მიმდინარე წლის იანვარში შეცვალა და დიდი გეგმებიც ჰქონდა, მაგრამ მათ განხორციელება არ ეწერა. ედის ხელში ავსტრალიის ნაკრებმა 9-დან მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და ისიც მეორე დონის გუნდებთან – საქართველოსთან და ავსტრალიასთან, რაც დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ ჩაითვლებოდა", - წერს BBC.

ედი ჯონსს საქართველოსთან გამარჯვება აქტივში არ ჩაეთვალა

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე "ვოლაბები" ფიჯისთანა და უელსთან დამარცხდნენ და პირველად ისტორიაში ვერ გავიდნენ ტურნირის პლეი ოფში, რაც ცხადია, კატასტროფულ შედეგად ჩაითვალა.

ამან დიდი ზიანი მიაყენა თავად ჯონსის რეპუტაციასაც, რომელმაც შესაბამისად, 2003 და 2019 წლებში ავსტრალია და ინგლისი მსოფლიო თასების ფინალებში გაიყვანა, თუმცა, ორივე შემთხვევაში ტიტულის გარეშე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ თავად ჯონსს ავსტრალიის ნაკრებში მუშაობის გაგრძელება მაინც სურდა და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა, მაგრამ სასურველი პასუხი ვერ მიიღო. ედიმ უარყო ცნობაც, რომლის თანახმადაც ის ფარულად მოლაპარაკებას იაპონიის რაგბის კავშირთან აწარმოებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები