Thumbnail

ბრაზილიის პრეზიდენტი: მესი ჩვენი ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა იყოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრაზილიის პრეზიდენტმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა
  • მისი აზრით, ბრაზილიელებმა მისგან მაგალითი უნდა აიღონ

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის და ასევე, ბავშვებისთვის, სამაგალითო უნდა იყოს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, სწორედ მესი უნდა იყოს შთაგონების წყარო მათთვის, ვისაც პროფესიონალურ დონეზე თამაში სურს.

"ლიონელ მესი მაგალითი უნდა იყოს ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის. ის 36 წლისაა, მსოფლიოს ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი - ჩვენი ბავშვებისთვის შთაგონების წყარო უნდა იყოს, ვისაც გამარჯვება სურს და პროფესიონალი ფეხბურთელობა უნდა. წვეულებები და გარეთ ღამის გატარება კარგი არ არის", - თქვა ლულამ.

ბრაზილიის პრეზიდენტის ეს განცხადება აღიქმება, როგორც პირდაპირი მინიშნება ნეიმარისთვის, ვინისიუსისთვის და სხვა ბრაზილიელი ვარსკვლავებისთვის, რომლებიც მოედანს მიღმა კარგი დისციპლინით ნამდვილად ვერ გამოირჩევიან.

ზოგადადაც, ბრაზილიელ ფეხბურთელებს ასაკის მატებასთან ერთად სათამაშო დონის კლება ახასიათებთ, რაც შესაძლოა, სწორედ უდისციპლინობითაც იყოს გამოწვეული.

კომენტარები

ბოლო ამბები