Thumbnail
  • 36 წლუს ურუგვაელი კარიერის გაგრძელებას MLS-ში იმედოვნებს
  • ლუის სუარესი ინტერ მაიამის მომავალი წლიდან უნდა შეუერთდეს

გრემიოსა და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი ახლოსაა ინტერ მაიამიში გადასვლასთან, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელები ბარსელონაში: ლიონელ მესი, სერხიო ბუსტეტსი და ჟორდი ალბა გამოდიან. 

El Pais-ის ინფორმაციით, ლუის სუარესი ელექტრონული ფოსტით ურთიერთობდა ინტერ მაიამის წარმომადგენლებთან. სავარაუდოდ, 36 წლის ფორვარდს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელშიც გარკვეული პირობებით მისი გახანგრძლივების შესაძლებლობაც იქნება გათვალისწინებული. 

სუარესი მაიამიში დეკემბერში უნდა ჩაფრინდეს, როდესაც ხელშეკრულების გაფორმების უფლება უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. 

ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ მანამდე დაადასტურა, რომ ამერიკული კლუბი ურუგვაელით დაინტერესებულია.

ლუის სუარესი, რომელსაც კარიერის განმავლობაში აიაქსში, ლივერპულში, ბარსელონასა და ატლეტიკოში უთამაშია, ბრაზილიურ გრემიოში წლის დასაწყისიდან გამოდის. ურგვაელი კატალონიურ კლუბში ლეო მესისთან ერთად 2014-2020 წლებში გამოდიოდა, ოთხ-ოთხჯერ ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები