Thumbnail
  • 23 წლის ფეხბურთელს აიაქსში თამაშის საშუალება არც ახალმა მწვრთნელმა მისცა
  • გამორიცხული არ არის, საქართველოს ნაკრების ფორვარდი საფრანგეთში დაბრუნდეს

გიორგი მიქაუტაძის მდგომარეობა ამსტერდამის აიაქსში უკეთესობისკენ არც ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ჯონ ვან ტ’სხიპმა გუნდის თავკაცის პოსტზე ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრას, რომელშიც აიაქსმა შინ ვოლემს ანგარიშით 2:0 მოკიგო, 23 წლის ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან აყურებინა. 

თუ ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, გიორგიმ კლუბის შეცვლაზე უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე უნდა იფიქროს, ფრანგული მედიაში კი უკვე ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ მიქაუტაძის დაბრუნებით მისი ყოფილი კლუბი მეცია დაინტერესებული. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი აიაქსში სწორედ მეციდან 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიქაუტაძემ ერედივიზიონში სულ 4 მატჩში ითამაშა, აქედან მხოლოდ ერთხელ სასტარტოში და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

ჯონ ვან ტ’სხიპი და გიორგი მიქაუტაძე

ფრანგული მედია ადგილობრივ ჟურნალისტზე, მოჰამედ ტაბუშ-ტერზე დაყრდნობით წერს, რომ მეცი აიაქსიდან ქართველი თავდამსმხმელის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. 

"აიაქსი მიქაუტაძეს არ განიხილავს იდეალურ მოთამაშედ იმ ფეხბურთისთვის, რომლის თამაშსაც "იოჰან კრუიფ არენაზე" აპირებს. აიაქსს ქართველის გაყადვა სურს და იმედოვნებს, რომ დაინტერესებული კლუბები ლიგა 1-ში გამოჩნდებიან. თუმცა, განსაკუთრებით მონდომებული მეცია, რომელსაც 23 წლის ფეხბურთელის დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

მაგრამ საეჭვოა, ნიდერლანდური გრანდი მიქაუტაძეს იაფად შეელიოს, რადგან ზაფხულში მის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღო. ამან შესაძლოა მეცს ფეხბურთელის ნებისმიერი გზით (იჯარით თუ გამოსყიდვით) დაბრუნება გაურთულოს", - წერს ადგილობრივი მედია

გიორგის ამსტერდამული კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ყველა ელოდა

ამსტერდამის აიაქსს ერედივიზიეში ჩატარებულ 9 მატჩში 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.  ჯონ ვან ტ’სხიპის გუნდს მომდევნო თამაშის ჩატარება 5 ნოემბერს, შინ ჰერენვენთან უწევს.

რაც შეეხება მეცს, გიორგი მიქაუტაძის ყოფილ გუნდს ლიგა 1-ის 10 თამაშში სულ 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებს. მეცი მომდევნო თამაშს 5 ნოემბერს, სტუმრად ლიონთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები