Thumbnail
  • გრემიოს 36 წლის თავდამსხმელი კარიერას MLS-ის ინტერ მაიამიში გააგრძელებს
  • ურუგვაელი ლეო მესის, სერხიო ბუსკეტსა და ჟორდი ალბას იანვრიდან შეუერთდება

გრემიოსა და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელსა და ინტერ მაიამის შორს, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელები მრავლად გამოდიან, შეთანხმება მიღწეულია. სუარესი ამერიკულ კლუბს იანვარში შეუერთდება და კონტრაქტს 1+1 სქემით გააფორმებს.

ლუის სუარესი გრემიოში თავისუფალი აგენტის სტატუსით მშობლიური ნასიონალიდან, წლის დასაწყისში გადავიდა და ამ დროისთვის ყველა ტურნირის 46 მატჩში გატანილი 19 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. გრემიო ბრაზილიურ სერია A-ში მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ურუგვაელი ფეხბურთელის მომავალ კლუბს, ინტერ მაიამიში გადასვლის შემთხვევაში, ლუისს თავდამსხმელ ლიონელ მესისთან, ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსსა და მცველ ჟორდი ალბასთან ერთად მოუწევს თამაში, რომლებთან ერთადაც 2014-2020 წლებში ბარსელონაში გამოდიოდა. 
 
ლუის სუარეს, რომელსაც ურუგვაის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 137 მატჩში 68 გოლი აქვს გატანილი, კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია გრონინგენში, აიაქსში, ლივერპულსა და მადრიდის ატლეტიკოში. 

კომენტარები

ბოლო ამბები