- შავი ლომი 39:19 იბერიანსი
- ქართულმა ფრენჩაიზმა ესპანურ გუნდს 6 ლელო დაუდო
ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, შავმა ლომმა ესპანურ იბერიანსს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქეს 20 ქულით სძლია - 39:19.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 20:5 მოიგო და მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 3 ლელო დაუდო. შავი ლომის მხრიდან ლელოებით თავი აკაკი ტაბუცაძემ, ბექა მამრიკიშვილმა, სანდრო თოდუამ, დავით აბდუშელიშვილმა, ლუკა ცირეკიძემ და ლუკა მატკავამ გამოიჩინეს.
შავი ლომი მომდევნო ტურის მატჩს პორტუგალიურ ლუზიტანოსთან ითამაშებს, რომელიც დღეს ისრაელის თელ ავივ ჰითის შეხვდება.
კომენტარები