Thumbnail

ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, მისი 19 ქულის (5 მოხსნა, 6 პასი) წყალობით, ვირტუსმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა. ეფესთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 იყო და ის ჯერ მატჩის, შემდეგ კი ტურის MVP-ად დაასახელეს. 

თორნიკე ევროლიგის ამ სეზონში მეორედ გახდა ტურის საუკეთესო კალათბურთელი (პირველად მესამე ტურში). თოკო ეფესთან მატჩამდე თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. 

32 წლის ქართველი კალათბურთელი ევროლიგის ტურის MVP კარიერაში მერვედ გახდა. ის ისეთ კალათბურთელებს დაეწია, როგორიც იოანის ბურუსისი, ლუკა დონჩიჩი და ვასილის სპანულისი არიან. ამ მხრივ, რეკორდსმენი ნანდო დე კოლოა (16-გზის MVP). 

თორნიკე შენგელიას სეზონის სუპერსტარტი აქვს. ის გახდა: იტალიის სუპერთასის მფლობელი და MVP, ევროლიგის ორი ტურის MVP, ევროლიგის ოქტომბრის MVP და იტალიის ჩემპიონატის ოქტომბრის MVP.  

კომენტარები

ბოლო ამბები