Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვედატ ალბაირაქს შეხვდა
  • ქართველმა ძიუდოისტი ვერცხლის მედალს დაეუფლა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიგო.

ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც თურქ ვედატ ალბაირაქს (ვანო რევაზაშვილი) შეხვდა და ვაზარით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე ალბაირაქი ორჯერ ჩავარდა, თუმცა მსაჯმა ვედატს მესამე შიდო არ მისცა და გამარჯვება სწორედ თურქეთის წარმომადგენელს დარჩა.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე ავღანელი (IJF-ის დევნილთა გუნდი) სიბღათულან არაბი, ირლანდიელი ბიერახ გლისონი, გერმანელი დომინიკ რესელი და ფრანგი ალფა უმარ ჯალო დაამარცხა. განსაკუთრებით ლამაზი ჯალოსთან მოგებული შეხვედრა იყო, სადაც ტატომ ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.

ტატო გრიგალაშვილისთვის ეს კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მესამე მედალი იყო. ტატომ 2020 და 2022 წლებში ოქროს მედლები მოიგო, ხოლო წელს ვერცხლს დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები