Thumbnail
  • დინამო თბილისი 4:0 თელავი
  • ზორან მარუშიჩმა შეცვლაზე ითამაშა და დუბლი შეასრულა

საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის 32-ე ტურში თელავს უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა - 4:0. ანდრეს კარასკოს გუნდი მე-2 პოზიციაზეა და ლიდერს, დინამო ბათუმს 9 ქულით ჩამორჩება. 

პირველ ტაიმში დავით სხირტლაძის პასით უსმანე კამარამ დინამო დააწინაურა, დანარჩენი სამი გოლი კი მე-2 ნახევარში გავიდა. ჯერ კამარამ გიორგი ხარაიშვილს გაატანინა, შემდეგ კი მატჩის მიწურულს ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა. ჯერ ოდიშარიას წაქცევისთვის პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ოსიყმაშვილის პასით თამაშიდანაც შეაგდო. სერბ ლეგიონერს უკვე 13 გოლი აქვს ჩემპიონატში, ხოლო კამარას - 11. 

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურიღა რჩება. 10 ნოემბერს დინამო თბილისი უკვე გავარდნილ შუქურას უმასპინძლებს, ხოლო თელავი ტორპედოს დაუხვდება.

დინამო თბილისი 4:0 თელავი

გოლები: 1:0 კამარა (11. სხირტლაძის პასით), 2:0 ხარაიშვილი (49. კამარას პასით), 3:0 მარუშიჩი (83-პენალტი), 4:0 მარუშიჩი (91. ოსიყმაშვილის პასით)

შუქურა 1:2 დილა

გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (14. ჩიტეიშვილის პასით), 1:1 ანანიძე (17), 1:2 გაფრინდაშვილი (19. ნ. გაგნიძის პასით)

კომენტარები

ბოლო ამბები