- ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:0 (6:4, 6:3) გრიგორ დიმიტროვი
- სერბმა ჩოგბურთელმა პარიზის მასტერსი მე-7-ედ მოიგო
გენიალური ნოვაკ ჯოკოვიჩი რეკორდების დამყარებას აგრძელებს და ისევ ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელია!
36 წლის სერბმა ამჯერად პარიზის მასტერსის ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა და კარიერაში მე-40 მასტერსის გამარჯვებული გახდა, რაც, რა თქმა უნდა, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
რთული გზის შემდეგ ნოვაკმა ბოლო და გადამწყვეტი მატჩი მარტივად ორ სეტში მოიგო. პირველი პარტიის დასაწყისში ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებს უშეცდომოდ იღებდნენ, მე-7 გეიმში კი ჯოკოვიჩმა ბრეიკი გააკეთა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და სეტებშიც დაწინაურდა. მეორე პარტიაში დიმიტროვმა თავისი ორი ჩაწოდება დათმო და შესაბამისად, მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

აღსანიშნავია, რომ პარიზის მასტერსი ჯოკოვიჩმა მე-7-ედ მოიგო, რაც ასევე რეკორდია. სერბი ჩოგბურთელი მორიგი ტრიუმფის შემდეგ, 12-19 ნოემბერს წლის შემაჯამებელ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ტურინში გაიმართება.
კომენტარები