Thumbnail

გრიგალაშვილმა ლიდერობა დაიბრუნა - ცვლილებები IJF-ის რეიტინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის  შემდეგ კლასიფიკაცია განაახლა
  • საქართველოს ნაკრების წევრებს ყველაზე კარგი შედეგი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში აქვთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ ძიუდისტებსაც შეეხოთ. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი არ ჰყოლია, სამაგიეროდ, ოთხმა ჩვენებურმა ვერცხლის მედალი მოოპოვა. ამ შედეგს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.), ლაშა ბექაურმა (90 კგ.), ილია სულამანიძემა (100 კგ.) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) მიაღწიეს.

60 კგ.

გიორგი სარდალაშვილი (4 248) ისევ მე-6 ადგილზე იმყოფება, მის წინ კი ფრანსიკო გარიგოსს (ესპანეთი, 5 675), ჰარიმ ლის (სამხრეთ კორეა, 5 730), რიუჯუ ნაგაიამას (იაპონია, 5 410), იუნგ ვეი იანგსა (ტაივანი, 4 515) და ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 4 485) ვხედავთ. ლუხუმ ჩხვიმიანს (1 986) 25-ე პოზიცია უკავია, თემურ ნოზაძე (1 663) 29-ეა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (433) – 88-ე.

66 კგ.

მოწინავე სამეულში ინარჩუნებს ადგილს ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც აქტივში 4 606 ქულა აქვს. ქართველი ძიუდოისტის წინ მხოლოდ დენის ვიერუ (მოლდოვა, 6 855) და ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი, 5 778) იმყოფებიან, ხუთეულში კი ბოგდან იადოვი (უკრაინა, 4 333) და ერხემბაიარ ბატოგტოხიც (მონღოლეთი, 4 179) ფიგურირებენ. ამ წონაში ლაშა ნადირაძე (825) მე-60 ადგილზეა, ხოლო გიორგი თუთაშვილი (814) 62-ეა.

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი (5 276) მე-5 პოზიციამდე დაქვეითდა და აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს (5 638), უზბეკ მუროდჯინ იულდოშევს (5 598), იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსა (5 340) და ბრაზილიელ დანიელ კარნინის (5 099) ჩამორჩება. ამავე წონაში მე-19 ადგილზეა გიორგი ტერაშვილი (2 607), კოტე კაპანაძე (866) კი 54-ეა.

ლაშა ბექაურმა კლასიფიკაციაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

81 კგ.

ამ წონით კატეგორიაში ლიდერობა დაიბრუნა ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსანმა ტატო გრიგალაშვილმა (8 415). მან ბელგიელ მატიას კასეს (8 157) გადაასწრო, შემდეგ კი, გილერმე შმიდტი (ბრაზილია, 5 196), იონჰვან ლი (სამხრეთ კორეა, 4 670) და ფრანსუა გოტიე დრაპო (4 305) მოდიან. ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე (1 245) 43-ეა, ხოლო ზაურ დვალაშვილი (1 022) – 55-ე.

90 კგ.

ამ წონაში საქართველოს ნაკრების წევრებს საუკეთესო შედეგი აქვთ: ლუკა მაისურაძე (6 856) პირველია, ლაშა ბექაური (5 750) კი, რომელმაც უკან იაპონელი სანშირო მურაო (იაპონია, 5 350) მოიტოვა, მეორე. შემდეგ დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი, 4 888) და ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა, 4 308) მოდიან. ბექა ღვინიაშვილს (3 428) მე-12 პოზიცია უკავია, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილი 500 ქულით მე-80 ადგილზეა.

100 კგ.

ამ წონას კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს ილია სულამანიძე 7 308 ქულით. მას კვალში ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი, 5 980) უდგას, რომელმაც ქართველს ევროპის ჩემპიონატის ფინალშია სძლია, შემდეგ კი, მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 408), პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 5 303) და კაილ რეიესი (კანადა, 4 523) მოდიან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 079) მე-16-ეა, ონისე სანებლიძე (1 635) 32-ეა, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 135) – 43-ე.

100 კგ-ში ლიდერობას ილია სულამანიძე ინარჩუნებს

+100 კგ.

მძიმე წონაში ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანი გურამ თუშიშვილი (4 028) 4 ადგილით დაწინაურდა და მე-8 პოზიციაზეა. გელა ზაალიშვილს (3 566 ქულა) მე-11 საფეხური უკავია, საბა ინანეიშვილი კი 1 810 ქულით 31-ეა. ამ წონაში საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 6 775), ინალ ტასოევი (რუსეთი, 5 500), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 260), ენდი გრანდა (კუბა, 4 649), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 887).

ქალები

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ეთერ ლიპარტელიანს გააჩნია, რომელიც 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში 3 920 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება, ეთერ ასკილაშვილი 63 კგ-ში 372 ქულით 81-ეა, მარიამ ჭანტურია (143) 78 კგ-ში 98-ეა, ხოლო მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+100 კგ.) 2 590 ქულით 21-ეა.

მსოფლიო რეიტინგში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს 2023 წლის დასკვნითი გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელსაც 2-3 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს. იქ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები