Thumbnail
  • კოლხეთი 1:3 დინამო ბათუმი | საბურთალო 2:1 სამგურალი
  • საქართველოს თასის ფინალში დინამო ბათუმი და საბურთალო შეხვდებიან

დინამო ბათუმი ახლოსაა სეზონი დუბლით დაასრულოს, რადგან ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობამდე რამდენიმე ქულა აშორებს, ხოლო პარალელურად თასის ფინალშიც გავიდა, თანაც, 1998 წლის შემდეგ პირველად.

ბათუმელებმა ფოთში, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი კოლხეთი 3:1 დაამარცხეს. მატჩი, რომელიც გადავსებული ტრიბუნების ფონზე წარიმართა, დაძაბული გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, მეორე ნახევარი გოლით დაიწყო. ცოტნე ფაცაციას შესანიშნავი თამაში ალეკსანდერ იაკობესენმა დაუფასა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 3 წუთში კოლხეთი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რადგან დათა სიჭინავა მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. ამის მიუხედავად ფოთელებმა მაგრად იბრძოლეს და 67-ე წუთზე ერეკლე ჯიჯავაძის პენალტით წონასწორობა აღადგინეს. თუმცა, დავით კვირკველიას გუნდმა ბოლომდე ვერ გაძლო, რადგან მატჩის მიწურულს ფლამარიონ ჯოვინომ დუბლი შეასრულა. ბრაზილიელი შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამგვარად, დინამო ბათუმი 25-წლიანი პაუზის მერე საქართველოს თასის ფინალშია, ხოლო ფოთის კოლხეთისთვის ნახევარფინალიც არ არის ურიგო შედეგი. აღსანიშნავია, რომ კვირკველიას გუნდმა 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და პარალელურად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

ბათუმელთა მეტოქე ფინალში საბურთალო იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში წყალტუბოს სამგურალს 2:1 აჯობა. გიორგი მიქაძის გუნდი სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა შოთა ნონიკაშვილის გოლით. იმერლებმა მეორე ტაიმის სტარტზე ლუკა ხორხელის გოლით გაათანაბრეს, მაგრამ ორიოდ წუთში შეიკნე სილამ ისევ საბურთალო დააწინაურა და როგორც გაირკვა, ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა.

საქართველოს თასის ფინალი დეკემბერში (ზუსტი დღე ჯერ უცნობია) "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება.

კოლხეთი 1:3 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 იაკობსენი (50), 1:1 ჯიჯავაძე (67. პენ), 1:2 ჯოვინო (86), 1:3 ჯოვინო (90)

გაძევება: სიჭინავა (53) - ჩაბრაძე (90)

კოლხეთი: კოტლიაროვი, გაბელაია, ჯაფიაშვილი, გვალია, სიჭინავა, ხარშილაძე, ახალაძე, ჯიჯავაძე, ჩიქოვანი (57. გვასალია), ხარებავა (57. ოლხოვი), კოხრეიძე (83. ზურაბიანი).

დინამო ბათუმი: ჩიჩკანი, ქაფიანიძე, მოსიაშვილი, იაკობსენი, კაპანაძე (77. ვაწაძე), გაბრატიონი, ვიტინიო (37. ზარია), ღუდუშაური (57. ჯოვინო), ფაცაცია, ბალიჩი, ჩაბრაძე.

საბურთალო 2:1 სამგურალი

გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (2), 1:1 ლ. ხორხელი (47), 2:1 სილა (49)

საბურთალო: კუპატაძე, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი (79. კომახიძე), ტაბატაძე (68. ლ. ნონიკაშვილი), ქარდავა, გ. მამაგეიშვილი (87. ჩამბა), კაპანაძე, ო. მამაგეიშვილი, სილა (87. კოხრეიძე), ჩადუნელი.

სამგურალი: შოვნაძე, მარკოვინა, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, ლომინაძე, ლიმა (46. ნ. ხორხელი), გომეზი (82. ვერულიძე), არტური (46. ლ. ხორხელი), დარცმელია, კიკაბიძე, გნამია (87. ჩიხლაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები