Thumbnail
  • ატლანტა იუნაიტედი 4:2 კოლომბუს ქრიუ
  • საბა ლობჟანიძემ მონაწილეობა ატლანტას გატანილ ორ გოლში მიიღო

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის MLS Cup-ის პირველ რაუნდში საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნტაიედმა კოლომბუს ქრიუ საშინაო კედლებში 4:2 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ქართველი გარემარბი ჯორჯიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. 

სერიის პირველი მატჩისაგან განსხვავებით, ატლანტას მთავარმა მწვრთნელმა გონსალო პინედამ ლობჟანიძე სასტარტო 11-ეულში დააყენა. საბამ მონაწილეობა საკუთარი გუნდის გატანილ ორ გოლში მიიღო და როცა მინდორი მე-80 წუთზე დატოვა, ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ, 2:1 იყო. 

სერიის გადამწყვეტი მატჩი 13 ნოემბრის გამთენიისას, კოლომბუსში გაიმართება. თუ ლობჟანიძის გუნდი ოჰაიოელებს დაამარცხებს, MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

ქართველი ფეხბურთელი ატლანტა იუნაიტედს მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა. მას შემდეგ საბამ MLS-ში 9 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ლობჟანიძე გუნდში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები