Thumbnail

ნეიმარის შეყვარებულის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

  • ეჭვმიტანილებს სახლში ნეიმარის შეყვარებულის მშობლები დახვდათ
  • პოლიციამ ერთი დამნაშავე დააკავა, კიდევ ერთის ვინაობა კი, ცნობილია

TMZ Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის ნეიმარის შეყვარებულის სახლში, რომელიც სან-პაულუში მდებარეობს, სამი მამაკაცი შეიჭრა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნეიმარი და მისი შეყვარებული ბრუნა ბიანკარდი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ კრიმინალებს იქ გოგონას მშობლები დახვდათ. წყაროს ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბრუნას მშობლები სკამზე დააბეს, რის შემდეგაც სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

R7-ის ცნობით, ეჭვმიტანილები ნეიმარისა და ბრუნას ახალშობილ შვილს ეძებდნენ, რომელიც ოქტომბერში დაიბადა.

საბედნიეროდ, მეზობლებმა ამის შესახებ დაცვას მალევე შეატყობინებეს და საბოლოო ჯამში, არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 20 წილის ბიჭია, რომელიც მალევე დააკავეს. როგორც აღნიშნავენ, ის ბრუნას მეზობელია და თანამზრახველებს სახლში შესვლაში დაეხმარა. დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი ჯერ არ უპოვნიათ, მაგრამ ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია.

კომენტარები

ბოლო ამბები