Thumbnail

UFC-მ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბის თარიღი გამოაცხადა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

UFC-მ ილია თოფურიასა (14-0 ММА, 6-0 UFC) და ალექსანდრ ვოლკანოვსკის (26-3 ММА, 13-2 UFC) ბრძოლის თარიღი გამოაცხადა. 

ქართველი და ავსტრალიელი მებრძოლების შეხვედრა ქვემსუბუქი წონის ქამარზე 2024 წლის 18 თებერვალს, ტურნირში UFC 298 გაიმართება. ამ დრომდე უცნობი რჩება ადგილი, სადაც ბრძოლა გაიმართება.

ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონას მას შემდეგ უბრუნდება, რაც მეორედ წააგო ბრძოლა მსუბუქი წონის ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან. წინა თვეში, აბუ დაბიში გამართული მატჩ-რევანში ავსტრალიელმა პირველ რაუნდში ნოკაუტით დათმო. ცნობისთვის, ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქ დივიზიონში 13-ივე ბრძოლა მოიგო, ტიტულს 2019 წლიდან ფლობს და მას შემდეგ ქამარი ხუთჯერ დაიცვა. 

ილია თოფურიამ 2020 წლიდან დღემდე, UFC-ში 6-ჯერ იჩხუბა და ყველა მოიგო. 26 წლის  მებრძოლმა 4 მატჩი ვადაზე ადრე დაასრულა და მეტოქეები მხოლოდ ორჯერ ვერ დააფინიშა. დაუმარცხებელი "მატადორი" პირველი ქართველია, რომელიც მატჩს UFC-ის ქამრისთვის ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები