Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტური A-D ჯგუფებში გაიმართა. დღეს პლეი ოფის საგზური გაინაღდეს: ბაიერნმა, რეალმა, რეალ სოსიედადმა და ინტერმა. სულ კი პლეი ოფში უკვე 6 კლუბია (გუშინ მანჩესტერ სიტი და ლაიპციგი გავიდნენ). 

რასმუს ჰოილუნდის ორმა გოლმა მანჩესტერ იუნაიტედს ვერ უშველა

დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა (ქართველი მცველი ტრავმირებულია) მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა. პირველი ტაიმი მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა - მატჩი დროებით მაყურებლის დაშავების გამო შეწყდა, პირველივე ტაიმში 20 წლის რასმუს ჰოილუნდის დუბლი ვიხილეთ თანამემამულეთა კარში, ასევე მარკუს რაშფორდის გაძევება და მოჰამედ ელიუნუსის გოლი ონანას კარში, ტაიმის მიწურულს (უფრო ზუსტად მე-9 დამატებულ წუთზე) ჰარი მაგუაირმა ხელით ითამაშა და კოპენჰაგენმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ტაიმში ასევე იყო ჯონი ევანსის ტრავმა და იძულებითი ცვლილება. 

17 წლის რუნი ბარდაღჟიმ მანჩესტერის კარში მე-4 გოლი გაიტანა

მეორე ტაიმში კოპენჰაგენი საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დაისაჯა და 10 კაცით დარჩენილი ინგლისური გრანდი ბრუნო ფერნანდეშმა კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა დრამა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, დანიელებმა ჯერ გაათანაბრეს, ხოლო მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი კოპენჰაგენის 17 წლის ფორვარდმა რუნი ბარდაღჟიმ გაიტანა - 4:3. 

ბრაიმ დიასმა ბელინგემის არყოფნით მიღებული შანსით ისარგებლა

ჯუდ ბელინგემის თამაში სასტარტოში კარლო ანჩელოტიმ ვერ გარისკა, თუმცა მისმა შემცვლელმა ბრაიმ დიასმა პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში. მანამდე კი რეალი გოლისგან მეკარე ლუნინმა იხსნა, ვინც პენალტი მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში ვინისიუსმა და როდრიგომ სამწუთიან ინტერვალში გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. რეალს 12 ქულა აქვს და, ბუნებრივია, პლეი ოფშია. 

ბაიერნმა შესანიშნავად მოთამაშე გალათასარაი მხოლოდ ბოლოს გატეხა, ეს ჰარი კეინის დუბლის დამსახურებაა - 2:1 და "რეკორდმაისტერი" პლეი ოფშია. 

ავსტრიაში შეცვლაზე შესული ლაუტარო მარტინესის პენალტის შემდეგ D ჯგუფში ყველაფერი გადაწყდა, პლეი ოფის საგზური ნაადრევად ბასკურმა რეალ სოსიედადმა და ინტერმა მოიპოვეს. 

ტროსარმა სევილიას კარში პირველი გოლი გაიტანა, არსენალს პლეი ოფამდე ცოტა უკლია

A ჯგუფი

ბაიერნი 2:1 გალათასარაი

გოლები: 1:0 კეინი (80. კიმიხის პასით), 2:0 კეინი (86. ტელის პასით), 2:1 ბაკამბუ (93. ოლივეირას პასით)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - მაზრაუი, უპამეკანო (72. ლაიმერი), კიმი, დევისი - გორეტცკა, კიმიხი - კომანი (88. გნაბრი), მუსიალა (40. თ. მიულერი), სანე (72. ტელი) - კეინი

კოპენჰაგენი 4:3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 ჰოილუნდი (3. მაკტომინეის პასით), 0:2 ჰოილუნდი (28. გარნაჩოს პასით), 1:2 ელიუნუსი (45. გონსალვეშის პასით), 2:2 გონსალვეში (45+9-პენალტი), 2:3 ბ. ფერნანდეში (69-პენალტი), 3:3 ლერაგერი (83. ფალკის პასით), 4:3 ბარდაღჟი (87)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ონანა - ვან-ბისაკა, მაგუაირი, ევანსი (15. ვარანი), დალო - მაკტომინეი, ერიკსენი (46. ამრაბატი) - რაშფორდი, ბ. ფერნანდეში, გარნაჩო - ჰოილუნდი (84. მაუნტი)

B ჯგუფი

არსენალი 2:0 სევილია

გოლები: 1:0 ტროსარი (29. საკას პასით), 2:0 საკა (64. მარტინელის პასით)

არსენალი (4-3-3): რაია - უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომიასუ (46. ზინჩენკო) - ჰავერტცი, ჟორჟინიო (90. ელნენი), რაისი - საკა (85. კივიორი), ტროსარი (81. ვიეირა), გ. მარტინელი (81. ნელსონი)

პსვ 1:0 ლანსი

გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (12. ბაკაიოკოს პასით) 

C ჯგუფი

რეალი 3:0 ბრაგა

გოლები: 1:0 ბ. დიასი (27. როდრიგოს პასით), 2:0 ვინისიუსი (58. ლუკას ვასკესის პასით), 3:0 როდრიგო (61. ვინისიუსის პასით)

რეალი (4-3-1-2): ლუნინი - ლუკას ვასკესი (74. კარვახალი), რიუდიგერი, ნაჩო, მენდი (83. ფრან გარსია) - ვალვერდე (77. პასი), კამავინგა, კროოსი - ბ. დიასი (74. მოდრიჩი) - როდრიგო (77. ხოსელუ), ვინისიუსი 

D ჯგუფი

ზალცბურგი 0:1 ინტერი

გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (85-პენალტი) 

ინტერი (3-5-2): ზომერი - ბისეკი (46. დე ვრეი), აჩერბი, ბასტონი - დარმიანი, ფრატეზი, ჩალჰანოღლუ (61. ასლანი), მხითარიანი (68. ბარელა), კარლოს აუგუსტო (87. დიმარკო) - ტურამი, ა. სანჩესი (68. ლაუტარო მარტინესი).

კომენტარები

ბოლო ამბები