Thumbnail
  • აიაქსი 0:2 ბრაიტონი | მიქაუტაძეს ბოლო 10 წუთზე ოდნავ მეტი დრო მისცეს
  • ყარაბაღი 0:1 ლევერკუზენი | გუგეშაშვილს პენალტი ბონიფასემ გაუტანა

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში აიაქსი ამსტერდამში ინგლისურ ბრაიტონთან დამარცხდა - 0:2. ნიდერლანდური კლუბის შემადგენლობაში ზუსტად 1-თვიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამასობაში 23 წლის გახდა), ქართველი შემტევი უკვე 0:2-ზე, 78-ე წუთზე შეიყვანეს, კვლავ არა ფორვარდის პოზიციაზე. შესვლისთანავე მან ერთხელ გაამწვავა მომენტი, სულ ეს იყო - მიქაუტაძე ბურთს სულ 13-ჯერ შეეხო.

პირველი მატჩი ევროპალიგაზე

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ კარიერაში პირველად ითამაშა ევროთასებზე. B ჯგუფში აიაქსი 2 ქულით ბოლო ადგილზეა, ბრაიტონი კი 7 ქულით ლიდერობს.

მოულოდნელად თამაში მოუწია ნაკრების მესამე გოლკიპერ ლუკა გუგეშაშვილს, რომლის ყარაბაღიც ბაქოში ლევერკუზენს მასპინძლობდა. მატჩის მიწურულს მეკარე ანდრეი ლუნევმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ლუკა გამოჩნდა. გოლი მასპინძელთა კარში უკვე დამატებულ წუთებში გავიდა, ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ნიგერიელმა ვიკტორ ბონიფასემ შეასრულა. პენალტის ეპიზოდში ლუკას მსაჯმა ყვითელი ბარათი მისცა. 

ლუკამ ბონიფასეს პენალტს ვერაფერი მოუხერხა

24 წლის ქართველ გოლკიპერს სათამაშო პრაქტიკა ძალიან აკლია - აგვისტოს მერე მან მხოლოდ მეორე შეხვედრაში ითამაშა. H ჯგუფში ყარაბაღი 6 ქულით მეორეა, ხოლო ლევერკუზენს 12 ქულა აქვს და გერმანულმა კლუბმა პლეი ოფი გაინაღდა. 

აიაქსი 0:2 ბრაიტონი

გოლები: 0:1 ფატი (15. ადინგრას პასით), 0:2 ადინგრა (53. ფატის პასით)

ყარაბაღი 0:1 ლევერკუზენი

გოლი: 0:1 ბონიფასე (94-პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები