Thumbnail
  • რეალი 100:74 ვირტუსი
  • თორნიკე შენგელია - 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი

თირნიკე შენგელიას ვირტუსი რეალს მადრიდში ესტუმრა და 26-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 76:100. იტალიურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 1-ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა მეორეში "სამეფო კლუბმა" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 30:45 წუთში გუნდს 12 ქულა მოუტანა. თოკოს ანგარიშზე 6 მოხსნა და 4 პასია, მან სამივე სამქულიანი ააცილა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა. ვირტუსის რიგებში 15 ქულა ბელინელის ანგარიშზეა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი რეალის არგენტინელი მცველი ფაკუნდო კამპაცო იყო 18 ქულით, 11 პასით და 6 მოხსნით (39 მარგი ქმედების კოეფიციენტით!). 

რეალს 6-დან 6 გამარჯვება აქვს, ვირტუსმა კი მეორედ წააგო (5-2 ბალანსი). 14 ნოემბერს იტალიური დერბია - ბოლონიელები ოლიმპია მილანოს (2-5) უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები