Thumbnail
  • ბექა გიგაშვილმა ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • ქართველი მორაგბე კლუბში კიდევ 3 წლით დარჩება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ბექა გიგაშვილმა ფრანგულ ტულონთა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბექა კლუბში კიდევ 3 წლით დარჩება და კლუბის ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს.

'ვამაყობთ, რომ კლუბმა უძვირფასეს მოთამაშესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბექა გიგაშვილი ტულონში 2027 წლამდე რჩება. ამ ახალი შეთანხმებით ვაძლიერებთ კლუბს და ვქმნით კონკურენტუნარიან გუნდს ამ სეზონში და ასევე მომავალ სეზონებში. ბექას ნიჭმა და თავგანწირვამ ქომაგთა გული მოიგო. ის კლუბში მოსვლის დღიდან გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა', - წერს ტულონის ვებგვერდი.

ტულონის მწვრთნელმა, პიერ მინიონმა განაცხადა, რომ ბექა დიდი მებრძოლია და ის გუნდისთვის უძვირფასესი მორაგბეა.

'გვიხარია, რომ კიდევ 3 წელი ჩვენთან ითამაშებს. ის ერთგული მორაგბეა და მოედანზე მისი ბრძოლა სამაგალითოა. დარწმუნებულები ვართ, რომ ბექა დიდი სპორტული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება', - აღნიშნა პიერ მინიონმა.

ბექამ ტულონის მაისურით უკვე 84 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო დადო. მას საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული და ლელოთი თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები