Thumbnail

2 ცვლილება სასტარტოში - შავი ლომის შემადგენლობა ლუზიტანუშთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 11 ნოემბერი | ⌚ 20:00 | 🏟 ლისაბონი | 🏉 ლუზიტანუში V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • ქართულ ფრენჩაიზს რაგბის ევროპის სუპერ თასის მე-2 ტურის მატჩი ელის

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე ტურში პორტუგალიურ ლუზიტანუშთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ქართული ფრენჩაიზი პორტუგალიის ნაკრების საბაზო გუნდს ერთადერთხელ, სუპერ თასის პირველი გათამაშების ფინალში შეხვდა და ლისაბონში 17:14 გამარჯვებით ტიტულს პირველად დაეუფლა, გასული წლის დეკემბერში კი ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითის ძლევით, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

სუპერ თასის მესამე გათამაშების სტარტზე შავმმა ლომმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანური იბერიანსი მიიღო და ბონუსით, 39:19 დაამარცხა. თავის მხრივ, ლუზიტანუშმა ხსენებულ ჰითს უმასპინძლა და მოულოდნელად, 23:31 დამარცხდა.

4 ნოემბრის მატჩის შემდეგ ჩვენ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად თამაშს ოთარ ლაშხი იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. ერთი კვირის წინ თადარიგში იყო და ამჯერად ძირითადშია კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბექა მამრიკიშვილმა კი მარქაფაში გადაინაცვლა.

ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ძირითადში დათო აბდუშელიშვილი, ნიკა ხატიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ილია სპანდერაშვილი, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე და ლუკა ცირეკიძე.

თადარიგში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც იბერიანსის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათგან ერთი დებიუტანტია – შალვა აფციაური, რომელმაც ზაფხულში უმცროსი ბორჯღალოსნების (20-წლამდე) შემადგენლობაში თამაშით დაგვამახსოვრა თავი. ასევე მარქაფაშია თორნიკე კახოიძე, რომელიც მიმდინარე სეზონში შავი ლომის მაისურით პირველად ითამაშებს. სათადარიგოთა შორის ადგილი შეინარჩუნეს მიხეილ ნარიაშვილმა, ბაჩუკი ჭუმბაძემ, დემურ ეფრემიძემ, გიორგი კერვალიშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ.

ლუშიტანუშის (პორტუგალია) წინააღმდეგ ჩვენი შემადგენლობა დასახელდა 🔥 გაიგე მეტი აქ 👉...

Posted by შავი ლომი . Black Lion on Thursday, November 9, 2023

შავი ლომი ლუზიტანუშთან

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
სათადარიგოები: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. შალვა აფციაური.

კომენტარები

ბოლო ამბები