- 📅 11 ნოემბერი | ⌚ 18:00 | 🏟 პრაღა | 🏉 U18 საქართველო V შვეიცარია | 📺 რაგბი TV
- საქართველოს ნაკრების სასტარტო XV-ში მხოლოდ 2 ლეგიონერია
უმცროსი ბორჯღალოსნების (18-წლამდელთა ნაკრები) სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩისთვის, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 11 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ზურაბ ამონაშვილის გადაწყვეტილებით, დამწყებთა შორის მხოლოდ ორი ლეგიონერია საფრანგეთიდან, ხოლო დანარჩენი 13 მოთამაშე 7 ქართულ კლუბს წარმოადგენს. 5 მორაგბეა ლელოდან, 3 – არმიიდან, თითო-თითო კი – ბათუმიდან, ვეფხვებიდან, ხვამლიდან, ლოკომოტივიდან და იუნკერებიდან.
შვეიცარიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები ნახევარფინალში ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან, ბადის მე-2 მხარეს დარჩენილი ოთხეული კი აშკარად უფრო ძლიერად გამოიყურება. დანარჩენ მეოთხედფინალებში პორტუგალია რუმინეთს ეთამაშება, ხოლო ესპანეთი – ჩეხეთს.
"შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიას და ნიდერლანდებს განაცხადში მრავლად ჰყავთ ლეგიონერები საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, ფინალამდე ორ-ორი მატჩი გვიწევს და მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები იქნებიან" – განაცხადა ამონაშვილმა ტურნირის დაწყებამდე.
უმცროსი ბორჯღალოსნები შვეიცარიასთან
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. დავით ბარბაქაძე (არმია), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი ჯაში (არმია);
შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. თემო წულუკიძე (იუნკერები), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).
სათადარიგოები: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 20. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი); 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 25. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო).
კომენტარები