Thumbnail
  • მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში იმყოფებიან
  • მოკლე პროგრამაში მათ  70.58 ქულა მიიღეს, წინ კი კანადური წყვილები გაიჭრნენ

ყინულზე ცეკვებში ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით, დღეს ISU-ს გრან პრის მე-4 ეტაპში ჩაერთო, რომელსაც ამ დღეებში ჩინეთის ქალაქი ჩუნცინი მასპინძლობს.

ტურნირში სულ 9 წყვილი მონაწილეობს, ქართველებმა კი მოკლე პროგრამაში 70.58 ქულა (38.94 ტექნიკური ელემენტებისთვის + 31.64 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს და ჯერჯერობით, მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

შეჯიბრის პირველი დღის შემდეგ წინ კანადელთა 2 წყვილი გაიჭრა, ლიდერებთან ჩამორჩენა კი 11.44 ქულას შეადგენს.

ჩინეთში მოცეკვავე წყვილთა თავისუფალი პროგრამა 11 ნოემბერს არის დაგეგმილი და სწორედ მაშინ შევიტყობთ კაზაკოვა და რევია რომელიმე სინჯის მედლის მოპოვებას მოახერხებენ თუ – ვერა.

კომენტარები

ბოლო ამბები