Thumbnail
  • გიორგი მიქაუტაძემ აიაქსი-ბრაიტონის მატჩში მოედანზე ბოლო წუთები გაატარა
  • 23 წლის ქართველი თავდამსხმელის თამაშს ჟურნალისტი მაიკ ვერვეი გამოეხმაურა

გიორგი მიქაუტაძემ, რომელსაც ამსტერდამის აიაქსში თამაში პრაქტიკულად არ უწევს, წუთები ევროპალიგის შეხვედრაში, ბრაიტონთან (0:2) მიიღო. 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ამსტერდამელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა მოედანზე 
78-ე წუთზე შეუშვა. 

ჯონ ვან ტ’სხიპმა გიორგი მიქაუტაძე პირველად ათამაშა

საგულისხმოა, რომ მოედანზე გატარებული მცირე დროის მიუხედავად, მიქაუტაძემ, რომელმაც კარიერაში პირველად ითამაშა ევროთასებზე, ნიდერლანდური მედიისგან შექების დამსახურება მაინც მოახერხა. გიორგის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა მაიკ ვერვეიმ ისაუბრა.

"იმედისმომცემი იყო სწრაფი გიორგი მიქაუტაძის ხანმოკლე დროით გამოჩენა, რომელმაც ბურთთან პირველივე კონტაქტის დროს, სიღრმეში ისეთი პასი გააკეთა, რომლის მსგავსს ხუთშაბათის მატჩში იშვიათად ვხედავდით", - აქვეყნებს ჟურნალისტის სიტყვებს ადგილობრივი მედია.

ევროპალიგის B ჯგუფში ჩატარებულ 4 თამაშში აიაქსს მხოლოდ 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი ამ ტურნირში 1-ელ დეკემბერს, სტუმრად მარსელთან ჩაატარებს. რაც შეეხება უახლოეს თამაშს, ამსტერდამელები 12 ნოემბერს ერედივიზიეში სტუმრად ალმერე სიტის დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები