Thumbnail
  • გრან პრიზე მარია კაზაკოვა/გიორგი რევიას დუეტმა 178.86 ქულა დააგროვა
  • 24-26 ნოემბერი. NHK Trophy 2023. იაპონია

ISU-ს გრან პრის მორიგი ეტაპი - ჩინეთის თასი 2023 - ქალაქ ჩუნცინში გაიმართა, სადაც ყინულზე ცეკვებში ქართულმა წყვილმა იასპარეზა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მონაწილეობით. მათი გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა ორი დისციპლინის ჯამში 178.86 ქულით მარიამ და გიორგიმ 9 მონაწილე წყვილს შორის მე-7 პოზიცია დაიკავეს, მხოლოდ მასპინძელთა ორ წყვილს აჯობეს, რომლებიც სხვებს ძალიან ჩამორჩნენ. 

თავისუფალი ცეკვა მე-6 ადგილზე დაასრულეს

რიტმული ცეკვის შემდეგ კაზაკოვა და რევია მე-6 პოზიციაზე იყვნენ. დღეს მათ თავისუფალ ცეკვაში მიიღეს მონაწილეობა - 108.28 ქულით ამ დისციპლინაშიც მე-6 ადგილი დაიკავეს, თუმცა საბოლოოდ, მეშვიდეზე ჩაინაცვლეს. გრან პრი კანადურმა დუეტმა მოიგო პაიპერ ჟილისა და პოლ პოარიეს შემადგენლობით - 207.83 ქულა ჯამში. 

გრან პრის შემდეგ ეტაპი ესპოოში (ფინეთი) 17-19 ნოემბერს გაიმართება, თუმცა ქართველი ფიგურისტები იქ არ იასპარეზებენ. სამაგიეროდ, 24-26 ნოემბერს იაპონიაში, NHK Trophy 2023-ზე ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა და კაზაკოვა-რევიას დუეტი გამოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები