Thumbnail

შავი ლომის მარტივი მოგება - ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიურ გუნდს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუზიტანუში 0:22 შავი ლომი
  • ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიურ გუნდს 4 ლელო დაუდო

ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა, შავმა ლომმა პორტუგალიურ ლუზიტანუშთან სტუმრად ითამაშა და მეტოქეს 22 ქულით სძლია - 22:0.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 10:0 მოიგო და მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 2 ლელო დაუდო. შავი ლომის მხრიდან ლელოებით თავი ირაკლი ქვათაძემ, ოთარ ლაშხმა, თენგიზ პერანიძემ და ბექა მამრიკიშვილმა გამოიჩინეს, ლუკა მატკავამ მხოლოდ ერთი გარდასახვა გაიტანა. შავ ლომს 9 ქულა დაუგროვდა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

შავი ლომი მომდევნო ტურში ისრაელის თელ ავივ ჰითის შეხვდება. რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს დაგეგმილ თამაშს თელ ავივის ნაცვლად კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის Tsirio Stadium უმასპინძლებს და ამის შესახებ გუნდებს ოფიციალურად ეცნობათ.

კომენტარები

ბოლო ამბები